ავტორიზაცია

ტრანსფერის ალბათობა 90-95%-ია — ადეიემიმ ბარსელონას უარი შეუთვალა და სხვა გუნდში გადადის

ტრანსფერის ალბათობა 90-95%-ია — ადეიემიმ ბარსელონას უარი შეუთვალა და სხვა გუნდში გადადის
თარიღი 07 დეკ 2021, 00:13

"ზალცბურგის" ახალგაზრდა თავდამსხმელი, კარიმ ადეიემი კარიერის გაგრძელებას გერმანიის ჩემპიონატში აპირებს.

19 წლის ფორვარდისთვის "ბარსელონა" და "დორტმუნდი" იბრძვიან და როგორც Sky Sport-ი იტყობინება, ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბს უარი შეუთვალა.

ადეიემის სურს განვითარება ბუნდესლიგაში გააგრძელოს. მომავალ ზაფხულს მისი ბორუსიელთა რიგებში გადასვლის ალბათობა 90-95 პროცენტია. მხარეებს გარიგების ბოლო დეტალებიღა აქვთ მოსაგვარებელი.

აქამდე გავრცელებული ცნობით, "ბარსა" გერმანელში 40 მილიონ ევროს იხდიდა, "დორტმუნდი" კი 35 მილიონს ჩამოდის, მაგრამ თავად ფორვარდს უფრო მაღალ ხელფასს სთავაზობს.

მიმდინარე სეზონში ადეიემმა ყველა ტურნირზე ერთად "ზალცბურგის" რიგებში 26 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი მიითვალა.

ბრძოლა ადეიემისთვის — ფავორიტად ბარსა მოიაზრება, მაგრამ სერიოზული კონკურენტი ჰყავს