ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "იმედია, მესის ეს განცხადება გულწრფელი იყო და არა უბრალოდ სიტყვები"

ლევანდოვსკი: "იმედია, მესის ეს განცხადება გულწრფელი იყო და არა უბრალოდ სიტყვები"
თარიღი 07 Dec 2021, 11:36

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ლეო მესის მიერ ნათქვამი სიტყვები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ მეშვიდე ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას მესიმ ლევანდოვსკის მიმართა და უთხრა, ყველამ ვიცით, რომ 2020 წლის გამარჯვებული შენ ხარ და იმედია, ფრანც ფუტბოლი კუთვნილ ჯილდოს გადმოგცემსო.

„იმედია, ასეთი დიდი ფეხბურთელის ეს განცხადება გულწრფელი იყო და არა უბრალოდ რიგითი სიტყვები.“ - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Sport.es.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ოქროს ბურთის დაჯილდოვება ფრანგულმა გამოცემა ფრანც ფუტბოლმა არ ჩაატარა და მიზეზად ის დაასახელა, რომ კორონავირუსის გამო, სეზონი არასტანდარტული იყო და გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდებოდა.