ლუკას ერნანდესი: "მესი ლევანდოვსკისივით სტაბილური არ ყოფილა"
„ბაიერნის“ მცველმა, ლუკას ერნანდესმა, აღნიშნა, რომ ლეო მესი არ იმსახურებდა ოქროს ბურთს ისე, როგორც მისი თანაგუნდელი რობერტ ლევანდოვსკი.
29 ნოემბერს გამართულ დაჯილდოვებაზე არგენტინელმა ლეგენდამ კარიერაში მეშვიდე ოქროს ბურთი მოიგო და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. მისი უახლოესი მდევარი კრიშტიანუ რონალდუა 5 პრიზით.
„ვფიქრობ, ეს ჯილდო ყველაზე მეტად ლევანდოვსკის ეკუთვნოდა. მან წარმოუდგენელი სეზონი ჩაატარა და ისტორია დაწერა.
მესიმ არგენტინასთან ერთად მიაღწია წარმატებას, მაგრამ არ ყოფილა ისეთივე სტაბილური, როგორც ლევანდოვსკი.“ - აღნიშნა ფრანგმა მცველმა.