"ქეცბაიას ხელში, ანორთოსისი კრიზისშია", - კვიპროსული პრესა ქართველი მწვრთნელის წასვლას ვარაუდობს
"ანორთოსისი" მიმდინარე სეზონში წარმატებული ასპარეზობით ვერ გამოირჩევა. კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებული 11 შეხვედრის შემდეგ, ფამაგუსტელები 13 ქულით მე-8 პოზიციაზე არიან.
ადგილობრივმა მედიამ კვიპროსული კლუბის კრიზისი დაუკავშირა თემურ ქეცბაიას მოღვაწეობას და ისიც აღნიშნა, რომ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის გაშვების ალბათობა გაიზარდა.
"ანორთოსისის კრიზისშია. გუნდი ქეცბაიას მიერ შერჩეული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ეს კი ნიშნავს, რომ არსებობს პრობლემები, რომელიც აღნიშნულ შედეგს იწვევს და რაც უშუალოდ, მწვრთნელის ბრალია.
ფამაგუსტელების ისტორიაში სწორედ ქეცბაიას სახელს უკავშირდებოდა ფეხბურთელების გუნდში მიყვანა და მათი განვითარება. ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში ანორთოსისი არ არის ისეთი, როგორადაც ჩვენ ის გვახსოვს.
განსაკუთრებით, საყურადღებოა დაცვის ხაზი. ორი ვარიანტიდან, შედეგი არცერთ მცდელობას ჰქონდა", - წერს კვიპროსული პრესა ქართველი დამრიგებლის გუნდის შესახებ.