ავტორიზაცია

"ბარსელონას წინააღმდეგ ბაიერნი უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს", - ნაგელსმანი

"ბარსელონას წინააღმდეგ ბაიერნი უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს", - ნაგელსმანი
თარიღი 07 დეკ 2021, 19:15

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირების წინ, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"მოხარული ვართ, რომ ამ მატჩს ვითამაშებთ, ისე რომ პირველი ადგილი გვექნება ისედაც გარანტირებული, თუმცა ამის მიუხედავად, ეს შეხვედრა მაინც მნიშვნელოვანია.

ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულია. ჩვენ გვინდა ვიყოთ სამართლიანი ჯგუფის დანარჩენი გუნდების მიმართ. ჩვენ საუკეთესო შემადგენლობით ვითამაშებთ.

ხავის და მის გუნდს ერთად ბევრი არ უვარჯიშიათ, თუმცა ამის მიუხედავად, მათი კონტრპრესინგი გააქტიურდა. ეს ტოვებს სივრცეს ზურგს უკან, რადგან ძნელია ყოველთვის დაფაროს ყველა სფერო.

ბარსას გუნდში ჯერ კიდევ ჰყავს მსოფლიო დონის ფეხბურთელები. სატურნირო მდგომარეობა მათზე ზეწოლას ახდენს, უნდა გაიმარჯვონ და ამისთვის მთელ ძალას დადებენ.

საუბარი არ არის მათი ტურნირიდან გამოგდებაზე, ჩვენ გვინდა სამი ქულის მოპოვება. მე მჯერა, რომ ისინი არ დანებდებიან"- თქვა ნაგელსმანმა "ბარსელონასთან" მატჩის წინ.