ავტორიზაცია

ბაიერნის თავსატეხი - ლევანდოვსკის შენარჩუნება თუ ჰოლანდის ტრანსფერზე მუშაობა?

ბაიერნის თავსატეხი - ლევანდოვსკის შენარჩუნება თუ ჰოლანდის ტრანსფერზე მუშაობა?
თარიღი 07 დეკ 2021, 16:28

"ბაიერნს" თავისი ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის შენარჩუნება სურს. Abendzeitung-ის ცნობით, მიუნხენური კლუბი მზადაა 33 წლის პოლონელს კონტრაქტი 2025 წლამდე შესთავაზოს. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი ძალაშია 2023 წლამდე.

ამასთან ერთად, "ბაიერნის" ხელმძღვანელობის შეხვედრებზე სერიოზულად არ განიხილებოდა "ბორუსიას" ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის კანდიდატურა. მიზეზი: მაღალი სატრანსფერო ფასი და ხელფასი.

ასევე, მიუნხენელებს მიაჩნიათ, რომ ლევანდოვსკი უმაღლეს დონეზე კიდევ ოთხი წლის განმავლობაში ითამაშებს, თუმცა, პოლონელთან კონტრაქტის გახანგრძლივების კუთხით სირთულეები შეიძლება წარმოიშვას მის აგენტთან პინი ზაჰავთან.

ზაჰავის კიდევ ერთმა კლიენტმა, დავიდ ალაბამ "ბაიერნი" წელს დატოვა, მხარეები ხელფასზე ვერ შეთანხმდნენ. ვნახოთ, რა იქნება ლევანდოვსკის ტრანსფერის შემთხვევაში.