ავტორიზაცია

VIDEO: ისტორია დაწერილია, 6-დან 6! ლივერპულმა სან სიროზე გადახალისებული შემადგენლობით მოიგო და მილანი ჯგუფში ჩატოვა

თარიღი 08 დეკ 2021, 02:02

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში „ლივერპულმა“ სტუმრად „მილანს“ მოუგო და ჯგუფში ჩატოვა.

შეხვედრა „სან სიროზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ანგარიში 29-ე წუთზე ტომორიმ გახსნა და „მილანს“ ჯგუფიდან გასვლის იმედები გაუცოცხლა, თუმცა 36-ზე მო სალაჰმა წონასწორობა აღადგინა, 55-ზე კი დივოკ ორიჯიმ თავისი გოლი შეაგდო და „მილანის“ ევროასპარეზზე თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახადა.

„ლივერპულმა“ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოახერხა ჯგუფის 100%-იანი შედეგით დასრულება და 18 ქულით პირველი ადგილი დამაჯერებლად დაიკავა, „მილანი“ კი 4 ქულით ბოლო ადგილს დასჯერდა და მისთვის ევროტურნირები ამ სეზონში დასრულებულია.