ავტორიზაცია

რუდიგერი ახალ გუნდს უახლოვდება - არაფორმალური შეთანხმება უკვე შედგა!

რუდიგერი ახალ გუნდს უახლოვდება - არაფორმალური შეთანხმება უკვე შედგა!
თარიღი 08 დეკ 2021, 10:44

ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი თავისი ამჟამინდელი გუნდიდან წასვლასთან ძალიან ახლოს არის. ისმის კითხვა - სად გადავა გერმანელი?

The Independent-ის ცნობით, რუდიგერის ძმამ და აგენტმა განიხილა ფეხბურთელის კონტრაქტი მადრიდის "რეალთან", რომელთანაც არაფორმალურ შეთანხმებას მიაღწია.

გასულ კვირას მისი წარმომადგენელი შეხვდა "ბაიერნის" სელექციონერებს, რომლებიც ასევე დაინტერესებულნი არიან 28 წლის ფეხბურთელის თავისთან გადმობირებით.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ტოტენჰემმაც" გამოიჩინეს ინტერესი რუდიგერის მიმართ, მაგრამ გერმანელი ფეხბურთელი ამჯობინებს სწორედ მადრიდის "რეალში" გადასვლას.

"ლურჯებმა" მცველს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, მაგრამ პირობები ანტონიოსთვის მნიშვნელოვნად ნაკლებად ხელსაყრელია, ვიდრე მადრიდის "რეალისა" და მიუნხენის "ბაიერნის" შეთავაზებები.