ავტორიზაცია

"რეალი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს შორის რჩება", - ანჩელოტი

"რეალი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს შორის რჩება", - ანჩელოტი
თარიღი 08 დეკ 2021, 10:17

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გუნდის შესაძლებლობების შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ჩვენ გვყავს ხარისხიანი შემადგენლობა ლა ლიგის მოსაგებად და ჩემპიონთა ლიგაზე საბრძოლველად. ამ სტადიაზე არ არსებობს გუნდები, რომელთა კლასიც მათ საშუალებას არ მისცემს ისაუბრონ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე.

დიახ. არის გუნდები, რომლებიც ჩვენზე უკეთესები არიან, არიან ისეთებიც, რომლებიც უფრო ინტენსიურად თამაშობენ. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რეალი ფავორიტებს შორის არის.

დაცვის ფაზაში ინტენსივობა გვაკლია, ღია სივრცეში კი თავდაცვა, მაგრამ ჩვენ გვაქვს კლასი, გამოცდილება და მონდომება", - თქვა იტალიელმა ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემდეგ.