რამდენად რეალურია ვოლკოვის დინამო თბილისში ტრანსფერი?
Azerisport-ის ინფორმაციით, "ზირას" თავდამსხმელს, დავით ვოლკოვს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან საკმაოდ საინტერესო მსურველი გამოუჩნდა.
ქართველი ფორვარდით ინტერესდება თბილისის "დინამო", რომლის მთავარი მწვრთნელი, კახაბერ ცხადაძე აღნიშნული ტრანსფერის მთავარი ინიციატორი პირადად არის.
ქართველმა დამრიგებელმა მოსალოდნელი ცვლილებები "ლურჯ-თეთრებში" უკვე დაანონსა - გუნდს დატოვებს რამდენიმე ფეხბურთელი, აგრეთვე მოვლენ ახალი სახეები.
ერთ-ერთ კანდიდატად "დინამო" სწორედ ბაქოელთა შემტევს განიხილავს. აქვე დავამატებთ, 26-წლის წინახაზელმა მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრაში უკვე 10 ბურთის გატანა მოასწრო.
აზერბაიჯანული კლუბის მე-18 ნომერმა დაიმსახურა ვილი სანიოლის ყურადღებაც, რის შედეგადაც ვოლკოვმა სადებიუტო გოლის გატანა საქართველოს ნაკრებშიც მოასწრო.