ავტორიზაცია

ლევანდოვსკი ოქროს ბურთის შესახებ: "არ დავმალავ, მოწყენილი ვიყავი, რთული კვირა მქონდა"

ლევანდოვსკი ოქროს ბურთის შესახებ: "არ დავმალავ, მოწყენილი ვიყავი, რთული კვირა მქონდა"
თარიღი 08 დეკ 2021, 15:05

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ემოციები განიცადა "ოქროს ბურთის" დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ.

"თუ ჩემს გრძნობებსა და ემოციებზე ვისაუბრებთ, გასული კვირა რთული იყო. არ დავმალავ, მოწყენილი ვიყავი. თამაში გამიჭირდა, ბედნიერების განცდა მაკლდა. ბედნიერი არ ვყოფილვარ, ალბათ, პირიქით".

– რა დაგაკლდათ "ოქროს ბურთის" მოსაგებად?

"რა თქმა უნდა, პატივს ვცემ მესის და იმას, როგორც თამაშობს, მის მიღწევებსა და დონეს. ის ფაქტი, რომ კონკურენციას ვუწევდი, ჩემთვის საკუთარი დონის მაჩვენებელია".

"ამას ძალიან ვაფასებ, მეამაყება, მაგრამ სევდა ვიგრძენი, რომელიც არა ერთი-ორი დღე, არამედ უფრო დიდხანს გაგრძელდა. მიხარია, რომ ამჯერად შუა კვირაში თამაში არ გვქონია".

– მესიმ სადღესასწაულო წვეულებაზე მიგიწვიათ?

"არა. მასთან საუბარი რთულია. ამის გაკეთება მხოლოდ ერთ ენაზე შემიძლია, ამიტომაც მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ".

"თითოეული ჩვენგანი უფრო მეტ ყურადღებას ოჯახსა და მეგობრებს აქცევდა, ასე რომ ყველასთან საუბარი რთული იყო", - განაცხადა ლევანდოვსკიმ Kanal Sportowy-სთან ინტერვიუში.