"მესის ჩემს მისამართით გაჟღერებულმა სიტყვამ აღფრთოვანებული დამტოვა", - ლევანდოვსკი

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდისთვის, ლიონელ მესისთვის ოქროს ბურთის გადაცემის ფაქტის შესახებ ისაუბრა:
"მესის დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას ოქროს ბურთის მიღებას. ძალიან აღელვებული და აღფრთოვანებული ვიყავი მესის სიტყვით პარიზში გამართულ ღონისძიებაზე.
როდესაც მან განაცხადა რომ მე ვიმსახურებდი 2020 წლის ოქროს ბურთს. უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ძალიან გამიხარდება, თუ მისი სიტყვებს ხალხი მოისმენს.
ჩემი განცხადება, რომელიც პოლონურ ტელეარხთან ინტერვიუში გაკეთდა, არასწორად არის განმარტებული. არასოდეს მინდოდა მეთქვა, რომ მესის სიტყვები არ იყო სერიოზული და გულწრფელი", - განაცხადა პოლონელმა ფორვარდმა kicker-თან ინტერვიუში.