ავტორიზაცია

მოულოდნელი ლიდერი — რა მდგომარეობაა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში?

მოულოდნელი ლიდერი — რა მდგომარეობაა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში?
თარიღი 08 დეკ 2021, 15:53

მოგეხსენებათ, დღეს, ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფური ეტაპი სრულდება.

იქამდე კი განვიხილოთ, თუ რა მდგომარეობაა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ბომბარდირთა დავაში.

ყველასათვის მოულოდნელად, სიის სათავეში "აიაქსის" ფორვარდი, სებასტიან ალეა, რომლის აქტივშიც უკვე 10 გოლია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონს ატარებს.

ამსტერდამელთა შემტევის შემდეგ 9 გოლით მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი მოდის.

რაც შეეხებათ კრიშტიანუ რონალდუსა ("მანჩესტერ იუნაიტედი") და ლიონელ მესის ("პსჟ") - პორტუგალიელი 6 გატანილი ბურთით მეხუთეა, ხოლო არგენტინელი 5 გოლით მეშვიდე.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა რეიტინგი:

1. სებასტიან ალე ("აიაქსი") - 10 გოლი

2. რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") - 9

3. კრისტოფერ ნკუნკუ ("ლაიფციგი") - 7

4. მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული") - 7

5. კრიშტიანუ რონალდუ ("მანჩესტერ იუნაიტედი") - 6

6. კარიმ ბენზემა ("რეალი") - 5

7. რიად მაჰრეზი ("მანჩესტერ სიტი") - 5

8. ლიონელ მესი ("პსჟ") - 5

9. კილიან მბაპე ("პსჟ") - 4

10. ლეროი სანე ("მანჩესტერ სიტი") - 4

11. პედრუ გონსალვეში ("სპორტინგი") - 4

12. ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო" ) - 4.