ავტორიზაცია

ლევანდოვსკის აგენტი: "რობერტი ისტორიაში 2-3 საუკეთესო თავდამსხმელს შორისაა"

ლევანდოვსკის აგენტი: "რობერტი ისტორიაში 2-3 საუკეთესო თავდამსხმელს შორისაა"
თარიღი 08 დეკ 2021, 16:30

"ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა, პინი ზაჰავიმ თავისი კლიენტისა და "ოქროს ბურთის" შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, რობერტს კიდევ დიდხანს თამაში შეუძლია. საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე ცხოვრებაში მინახავს. დადგება დრო, როცა რობერტო "ოქროს ბურთს" მოიგებს".

"თუ ორგანიზატორები 2020 წლის "ოქროს ბურთს" გადასცემენ, ვიტყვით: "დიდი მადლობა". რობერტმა ყველა დროის უდიდეს ფეხბურთელთა სიაში შეყვანა დაიმსახურა. ისტორიაში 2-3 საუკეთესო თავდამსხმელს შორისაა".

"იმ ადამიანებმა, რომლებიც "ოქროს ბურთს" გასცემენ, გამოკითხვის სისტემას უნდა გადახედონ, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. შესაძლოა, 170-ვე ჟურნალისტმა არ იცის, რა ხდება ფეხბურთში", - თქვა 33 წლის პოლონელის აგენტმა SportBild-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ლიონელ მესის გადაეცა, ლევანდოვსკი კი მეორე ადგილს დასჯერდა.