"ეს სრული სიგიჟეა, არანორმალური", - რიო ფერდინანდი სალაჰის ბრწყინვალე სტატისტიკაზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა "ლივერპულის" თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის თამაში შეაფასა.
"როცა "ჩელსიში" გადავიდა, ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტდა, ამიტომაც სხვა გზის პოვნა მოუწია, რათა ამჟამინდელი დონისთვის მიეღწია".
"თუ მესის, რონალდუს, ჰოლანდს, მბაპეს შევხედავთ - ეს ადამიანები სუპერვარსკვლავები არიან, რისი თქმაც ერთი შეხედვით შეიძლება".
"სალაჰის შემთხვევაში ასე არ ყოფილა, მაგრამ იმ დონემდე გაიზარდა, რომ მატჩების ბედს სურვილისამებრ წყვეტს. 20 გოლი დეკემბრისთვის - ეს სრული სიგიჟეა, არანორმალური", - განუცხადა ფერდინანდმა BT Sport-ს.
შეგახსენებთ, 29 წლის ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.
"მანჩესტერ სიტი? სხვა გუნდს უფრო მოუხდება", - ფერდინანდმა ჰოლანდის შესაფერისი კლუბი დაასახელა