"სიტყვიერი შეთანხმება პრემიერ ლიგის კლუბთან?", - მანჩინი გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, აქამდე დაიწერა, რომ 57 წლის სპეციალისტმა მომდევნო სეზონიდან შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" გაწვრთნას.
"პრემიერ ლიგის კლუბთან სიტყვიერი შეთანხმება? სიცრუეა", - ციტირებს მანჩინის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.
"ჩემი ერთადერთი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა და მისი მოგების შანსის მიღებაა", - დასძინა "სკუადრა აძურას" დამრიგებელმა.
მოგეხსენებათ, მანჩინი იტალიის ნაკრებს 2018 წლიდან უდგას სათავეში და მისი კონტრაქტი 2026 წლის ივლისის ბოლომდეა გათვლილი.