ავტორიზაცია

მოლაპარაკებებში წინსვლა შეიმჩნევა — პსჟ-ს ბოსები ზიდანის დანიშვნას მბაპეს გამო გეგმავენ?

მოლაპარაკებებში წინსვლა შეიმჩნევა — პსჟ-ს ბოსები ზიდანის დანიშვნას მბაპეს გამო გეგმავენ?
თარიღი 08 დეკ 2021, 17:01

"პარი სენ ჟერმენში" სურთ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინო ზინედინ ზიდანმა ჩაანაცვლოს.

49 წლის ფრანგი სპეციალისტი ერთ-ერთი კანდიდატია. პარიზულ კლუბსა და ზიზუს შორის მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს.

მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზიდანი "პსჟ"-ს აუცილებლად ჩაიბარებს, შეთანხმება მიღწეული ჯერ კიდევ არ არის, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Cadena Ser.

არ არის გამორიცხული, ზინედინის შესაძლო დანიშვნა ფორვარდ კილიან მბაპეს შენარჩუნებასთან დაკავშირებული სტრატეგიის ნაწილი იყოს.

შეგახსენებთ, ზიდანი მაისის შემდეგ უმუშევარია - 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მან მადრიდის "რეალის" თავკაცის პოსტი დატოვა.