ავტორიზაცია

ფერდინანდი: "მანჩესტერში რანგნიკი რონალდუზე მორგებული ტაქტიკის შემუშავებას ცდილობს"

ფერდინანდი: "მანჩესტერში რანგნიკი რონალდუზე მორგებული ტაქტიკის შემუშავებას ცდილობს"
თარიღი 08 დეკ 2021, 17:24

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველმა, რიო ფერდინანდმა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის ტაქტიკაში თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს როლის შესახებ ისაუბრა.

"გუნდის ტაქტიკას ადაპტირებს ისეთი სუპერვარსკვლავისთვის, როგორიც რონალდუა. არ დაგავიწყდეთ, "შალკეში" მას რაულის სახით ერთი დაბერებული სუპერვარსკვლავი ჰყავდა და ყველაფერი შეცვალა, რათა ასეთი კალიბრისა და კლასის ფეხბურთელი თამაშს მორგებოდა".

"გასულ უქმეებზე გამართული მატჩი ვიხილეთ და გუნდის თამაშში დიდი განსხვავება დავინახეთ - ფორმაშიც და პრესინგშიც. ვფიქრობ, რონალდუ ამაზე წავა, რადგან სურს წარმატებული იყოს".

"როცა ფეხბურთელს მისნაირი გოლები გააქვს, გუნდს ზოგჯერ შეცვლა და ასეთ ფეხბურთელთან მორგება უწევს", - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს The Sun.

მიმდინარე სეზონში 36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც გააკეთა.