რატომ არის ბაიერნი ბარსელონაზე წარმატებული? — პიკეს მოკლე და კონკრეტული პასუხი

"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ ასპარეზობს ბოლო წლებში "ბაიერნი" კატალონიურ გრანდზე უკეთესად.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" დაცვის ხაზის ლიდერის თქმით, საქმე კლუბის მართვაშია.
– რატომ იყო "ბაიერნი" ბოლო წლებში "ბარსაზე" ბევრად უკეთესი?
"საქმე კლუბის მართვაშია, ყველაფერი მარტივადაა", - ციტირებს პიკეს სიტყვებს ESPN.
მიმდინარე სეზონში 34 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა "ბარსას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.