ავტორიზაცია

"ბარსელონას ბაიერნის დამარცხება შეუძლია", - პიკე

"ბარსელონას ბაიერნის დამარცხება შეუძლია", - პიკე
თარიღი 08 დეკ 2021, 12:19

"ბარსელონას" ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ გასამართ მოახლოებული დაპირისპირების შესახებ განცხადება გააკეთა:

"დიახ, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ბაიერნის დამარცხება. სასწაულებზე კი არ ვისაუბრებ, არამედ რთულ მატჩზე, ძალიან რთულ სტადიონზე. ბაიერნს მრავალი წელია არ წაუგია სახლში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

მართალია, ჩვენ ცოტას ვიტანთ და ისინი ბევრს. ჩვენი ამოცანაა, ვითამაშოთ უშეცდომოთ და არ მივცეთ მათ საშუალება შექმნან ბევრი შანსი. ვნახოთ, რა იქნება დღევანდელ მატჩში.

დიახ, ბაიერნთან ბოლო ორი მატჩი (0:3 და 2:8) ჩავაგდეთ, მაგრამ ეს წარსულშია", - განაცხადა პიკემ. შეგახსენებთ, რომ მატჩი ჩვენი დროით 23:55 საათზე დაიწყება.