"ბაიერნი ბარსელონაზე ძლიერია, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის გვთავაზობს ყველაფრის შეცვლის შანსს", - ხავი
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ გასამართი დაპირისპირების შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"როგორც ყველას, ვინც ცდილობს და ბოლომდე მიდის, მე არ მესმის სიტყვა "მარცხი". ვიმედოვნებთ, რომ გავიმარჯვებთ. მოდი ვისაუბროთ, როდესაც თამაში დასრულდება.
ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბარსელონა არ ჩამოუვარდეს ევროპის არც ერთ გუნდს. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. საჭიროა მოთმინება, რადგან შეუძლებელია ყველაფრის ერთ დღეში შეცვლა.
ბოლო დროს ბაიერნი ბარსაზე უკეთესი იყო, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის გვთავაზობს ყველაფრის შეცვლის შანსს", - განაცხადა ხავიმ მიუნხენელებთან მატჩის დაწყების წინ.