"ბარსელონას ბაიერნის დამარცხება შეუძლია", - ხავი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ მოახლოებული დაპირისპირების შესახებ განცხადება გააკეთა:
"ბარსას შეუძლია მიუნხენში წასვლა და იქ გამარჯვების მოპოვება. ეს არის ჩვენი მიზანი. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ წავალთ მსოფლიოს ერთ-ერთ ურთულესო მეტოქის სტადიონზე.
იქ მივდივართ იმისათვის, რომ დავხარჯოთ მთელი ძალები და ვიბრძოლოთ ბოლომდე", - განაცხადა ხავიმ, რომლის "ბარსელონამ" ლა ლიგის განვლილ ტურში შინ "ბეტისთან" წააგო.
რაც შეეხება "ბაიერნის" წინააღმდეგ გასამართ დაპირისპირებას, შეხვედრა დაიწყება ოთხშაბათს, 8 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:55 საათზე. შეგახსენებთ, კატალონიელებს მოგება სჭირდებათ.