ავტორიზაცია

"ბეტისი არის ბარსელონას პირდაპირი კონკურენტი, რომელთანაც წავაგეთ", - ალბა

"ბეტისი არის ბარსელონას პირდაპირი კონკურენტი, რომელთანაც წავაგეთ", - ალბა
თარიღი 06 დეკ 2021, 11:55

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხორდი ალბამ ლა ლიგის განვლილ ტურში "რეალ ბეტისთან" მოულოდნელი წაგების შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ. მეტოქე კარგად მოძრაობდა და ზეწოლას ახდენდა, მაგრამ აშკარა შანსები ჩვენც გვქონდა. მეორე ტაიმში მათ გაიტანეს გოლი, მაშინ, როცა ჩვენ უკეთ ვთამაშობდით.

ბეტისი პირდაპირი კონკურენტია, რომელთანაც სამი ქულა ვერ ავიღეთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ყველა ჩვენთაგანისთვის ჩემპიონთა ლიგის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის.

იმედია, უფრო შორს წავალთ. ბარსას ყოველთვის აქვს პასუხისმგებლობა მოიგოს, განსაკუთრებით სახლში. დარწმუნებული ვარ, სიტუაციას შევცვლით და ახალი მწვრთნელის იდეებს მივიღებთ", - განაცხადა ალბამ.