ავტორიზაცია

პარკ ჟი სუნი: "რონალდუსგან არაფერია გასაკვირი, ვარჯიშებზე პირველი მოდიოდა და ბოლო მიდიოდა"

პარკ ჟი სუნი: "რონალდუსგან არაფერია გასაკვირი, ვარჯიშებზე პირველი მოდიოდა და ბოლო მიდიოდა"
თარიღი 08 დეკ 2021, 18:09

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პარკ ჟი სუნმა მანიკუნიანელთა თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს თამაში შეაფასა.

"რთულია და ძალიან იშვიათი მოვლენაა, როცა ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" ბრუნდება მას შემდეგ, რაც კარიერაში თავისი საუკეთესო წლები იქ გაატარა. მაგრამ თუ ვინმეს უნდა მოსვლოდა ეს, მხოლოდ რონალდუს".

"მახსოვს, ბურთი ყოველთვის გვერდით ჰქონდა, მოედანზე გასვლის წინ. გარდა ამისა, ყველასათვის ცნობილია, რომ ვარჯიშზე პირველი მოდიოდა და ბოლო მიდიოდა, რას ფეხბურთისადმი მის ვნებაზე მეტყველებს".

"ბევრჯერ მინახავს, ყოველთვის იმას ცდილობს, რომ რაც შეიძლება უკეთესი გახდეს, ძაბავს საკუთარ თავს".

"ამ სეზონში დავინახე, როგორ ითამაშა ლონდონში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ. იმ თამაშში ბრწყინვალე გოლი გაიტანა, მაგრამ ვერც კი ვიტყვი, ეს მისი საუკეთესო გოლია-თქო, რადგან ჩინებული ბურთების გატანას აგრძელებს".

"ხალხი ამბობს, 36 წლის ასაკშიც შესანიშნავად ასპარეზობს, თუმცა, როგორც მისი თანაგუნდელი, რომელსაც უნახავს, როგორ აკეთებდა ამ ყველაფერს ადრე, ვფიქრობ, რომ ეს ლოგიკური შედეგია და გასაკვირი არაფერია", - ციტირებს კორეელის სიტყვებს Goal.com.