ავტორიზაცია

"ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გასვლა გვსურს", - ლაპორტა ბაიერნთან მატჩის წინ

"ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გასვლა გვსურს", - ლაპორტა ბაიერნთან მატჩის წინ
თარიღი 08 დეკ 2021, 18:43

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" გასამართი მატჩის წინ განცხადება გააკეთა.

კატალონიურ გრანდს 1/8 ფინალის საგზური ჯერ არ გაუნაღდებია და შეიძლება ფლეი ოფს მიღმა დარჩეს, თუ "ბაიერნთან" დამარცხდება, "ბენფიკა" კი შინ კიევის "დინამოს" მოუგებს.

"ბარსა" ტრადიციების მქონე გუნდია და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის მრავალწლიანი ისტორია აქვს. რაც შეიძლება შორს წასვლა გვსურს".

"ეს ერთ-ერთი ისეთი მატჩია, რომელშიც ჩვენი სიამაყე უნდა ვაჩვენოთ. ვაჩვენოთ, თუ ვინ ვართ".

"დარწმუნებული ვარ, დღეს, შეუფერებელ ამინდშიც კი, მაგრამ გასამართლებელი საბუთების გარეშე, "ბარსა" ღირსეულად წარმოაჩენს თავის სიამაყეს", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.