მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის მოგების 5 მთავარი ფავორიტი დაასახელა
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტები დაასახელა.
ასე და ამგვარად, "ბებერი ქალბატონის" დამრიგებელმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მიმდინარე გათამაშებიდან ხუთი გუნდი გამოარჩია.
– ვის მიიჩნევთ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტად?
"ლივერპული", "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი", "რეალი", "პსჟ", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
მოგეხსენებათ, "იუვენტუსს" ფლეი ოფის საგზური უკვე განაღდებული აქვს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ტურინელები "მალმიოს" უმასპინძლებენ.