ავტორიზაცია

ჟორჟე ჟეზუში: "ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგიდან ბარსას გაგდებაა, ბაიერნი უკეთესია და გაიმარჯვებს"

ჟორჟე ჟეზუში: "ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგიდან ბარსას გაგდებაა, ბაიერნი უკეთესია და გაიმარჯვებს"
თარიღი 08 დეკ 2021, 18:54

ლისაბონის "ბენფიკას" მთავარი მწვრთნელი, ჟორჟე ჟეზუში ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გასვლას უმიზნებს.

ამისათვის პორტუგალიურმა კლუბმა კიევის "დინამოს" უნდა მოუგოს, თუმცა პარალელურ მატჩში "ბარსა" "ბაიერნთან" დამარცხდეს.

– გჯერათ თუ არა, რომ "ბაიერნი" "ბარსელონას" დაამარცხებს?

"რა თქმა უნდა, მჯერა. "ბარსელონა" ბრწყინვალე გუნდია, მაგრამ "ბაიერნი" უკეთესია".

"თამაში მიუნხენშია, ვფიქრობ, "ბაიერნი" გამარჯვებას მოისურვებს და საუკეთესო ფეხბურთელებს დააყენებს. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ "დინამოს" უნდა მოვუგოთ".

"თუ ჩემპიონთა ლიგიდან "ბარსას" გაგდება გამოგვივა, ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება".

"ჯგუფში უკვე ზედიზედ 18 წელია არ ჩარჩენილან და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი", - ციტირებს ჟეზუშის სიტყვებს Bayern & Germany.