ავტორიზაცია

საბურთალო საქართველოს თასის მფლობელი გახდა!

საბურთალო საქართველოს თასის მფლობელი გახდა!
თარიღი 08 დეკ 2021, 19:07

დღეს, ქუთაისში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართა. თბილისის "სამგურალმა" წყალტუბოს "სამგურალი" დაამარცხა მინიმალური ანგარიშით, 1:0.

"საბურთალო" მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა, თუმცა ერთ გოლზე მეტის გატანა ვერ მოხერხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი იური ტაბატაძემ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ თბილისელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი თავიანთ ისტორიაში მეორედ მოიგეს. აქვე დავამატებთ, მატჩს პოლონელ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა.

საქართველოს თასის მოპოვებით, "საბურთალომ" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. ვულოცავთ, "საბურთალოს" კიდევ ერთი ტიტულის მოგებას!