ავტორიზაცია

ქართველი მსაჯი კონფერენს ლიგაზე ანორთოსისის შეხვედრას უხელმძღვანელებს

ქართველი მსაჯი კონფერენს ლიგაზე ანორთოსისის შეხვედრას უხელმძღვანელებს
თარიღი 08 Dec 2021, 12:23

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში პარტიზანისა და ანორთოსისის მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

ამის შესახებ უეფას ოფიციალურმა გვერდმა გვამცნო და წერია, რომ მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება.

მოგეხსენებათ, ანორთოსისში ქართველები თამაშობენ. აღნიშნული მატჩისთვის განაცხადშია გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა.

აღნიშნული დაპირისპირება ანორთოსისისთვის ძალიან პრინციპულია. პარტიზანთან ბელგრადში მოგებით გუნდი კონფერენს ლიგის ჯგუფიდან გავა.