ავტორიზაცია

VIDEO: კაკაბაძე გაგიჟდა? ქართველმა პოლონეთში კინაღამ მორიგი შედევრი შექმნა

თარიღი 06 Dec 2021, 18:31

პოლონეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში კრაკოვიამ საკუთარ მოედანზე ლეგია მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.

შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა კრაკოველთა ქართველმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ, რომელსაც 64-ე წუთზე შესანიშნავი გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა.

26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე კვირის წინ კრაკოვიას მაისურით მეორე გოლი გაიტანა, რომელიც ფენომენალური სილამაზის იყო.

ოთარ კაკაბაძე კრაკოვიას მიმდინარე სეზონის სტარტზე, 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით ტენერიფედან შეუერთდა.
ქართველი მცველის სტატისტიკა პოლონურ გუნდში ასეთია: 9 მატჩი და 2 გატანილი გოლი.