ავტორიზაცია

"სიმეონემ კლუბში გრიზმანი იმისათვის მიიყვანა, რათა ფელიქსს წასვლა აიძულოს", - ესპანელი ჟურნალისტი

"სიმეონემ კლუბში გრიზმანი იმისათვის მიიყვანა, რათა ფელიქსს წასვლა აიძულოს", - ესპანელი ჟურნალისტი
თარიღი 08 დეკ 2021, 19:20

"ატლეტიკოს" შემტევმა ნახევარმცველმა, ჟოაო ფელიქსმა იანვარში შესაძლოა მადრიდული კლუბის რიგები დატოვოს.

"როხიბლანკომ" ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშს უკვე აცნობა, რომ ფელიქსს ზამთარშივე გაუშვებს, თუ სარფიან წინადადებას მიიღებს, იტყობინება ჟურნალისტი, ხავიერ მატალანიასი El Larguero-სთან ინტერვიუში.

"ყველაფერი "ვალენსიას" წინააღმდეგ გამართული მატჩით დაიწყო, რომელშიც ფელიქსმა ოთხი წუთი ითამაშა. მაშინ სიმეონემ ყველაფერი თავისი ჟესტით თქვა - გრიზმანს აკოცა. ამის შემდეგ, მენდეშმა "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობას მიმართა და თქვა, რომ მისი კლიენტი ზამთარში ახალ კლუბში გადავიდეს".

"სიმეონემ კლუბში გრიზმანი იმისათვის მიიყვანა, რათა ფელიქსს წასვლა აიძულოს", - თქვა მატალანიასმა.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის პორტუგალიელს იანვარში სამუშაო ადგილის შეცვლა უნდა, რადგან ფიქრობს, რომ სხვა გუნდში შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცეს.

მიმდინარე სეზონში ფელიქსმა ყველა ტურნირზე ერთად "ატლეტიკოს" მაისურით 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც მიითვალა.