ავტორიზაცია

მარსელო ზაფხულში რეალს დატოვებს — ვეტერანი ბრაზილიელის მომავალი კლუბი უკვე ცნობილია?

მარსელო ზაფხულში რეალს დატოვებს — ვეტერანი ბრაზილიელის მომავალი კლუბი უკვე ცნობილია?
თარიღი 08 დეკ 2021, 19:40

მადრიდის "რეალის" ვეტერანი ბრაზილიელი მარცხენა მცველი, მარსელო სამუშაო ადგილის შეცვლას გეგმავს.

როგორც ესპანურ პრესაში წერენ, 33 წლის უკანახაზელი შესაძლოა მშობლიურ "ფლუმინენსეში" დაბრუნდეს, საიდანაც 2007 წელს "სამეფო კლუბში" გადავიდა.

დიდი ალბათობით, მარსელო "რეალთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და 2022 წლის ზაფხულში ბრაზილიაში დაბრუნდება.

2021/22 წლების სეზონში გამოცდილმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად "რეალის" მაისურით მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.