ჩემპიონთა ლიგის 16 მერვედფინალისტიდან 15-ს ვინაობა ცნობილია: ბოლო დღეს გაირკვევა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პრაქტიკულად დასრულებულია და 16 მერვედფინალისტიდან 15 უკვე ცნობილია.
ერთადერთი ვაკანტური ადგილი პლეი-ოფში იმის გამო დარჩა, რომ „ატალანტა“ – „ვილიარეალის“ მატჩი უამინდობის გამო გადაიდო და გუნდები უკვე დღეს, 9 დეკემბერს გაარკვევენ ბოლო მერვედფინალისტს. ამ მატჩში „ატალანტას“ გამარჯვება აუცილებლად სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე „ვილიარეალი“ გავა.
მერვედფინალში გასული 15 გუნდია:
„მან სიტი“, „პსჟ“, „ლივერპული“, „ატლეტიკო“, „აიაქსი“, „სპორტინგი“, „რეალი“, „ინტერი“, „ბაიერნი“, „ბენფიკა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლილი“, „ზალცბურგი“, „იუვენტუსი“, „ჩელსი“.
ევროპა ლიგაზე კი შემდეგი გუნდები გააგრძელებენ ასპარეზობას:
„ლაიპციგი“, „პორტუ“, „დორტმუნდი“, „შერიფი“, „ბარსელონა“, „ვილიარეალი“/„ატალანტა“, „სევილია“, „ზენიტი“.