როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა?
ჩემპიონთა ლიგაზე 16 მერვედფინალისტიდან 15 უკვე ცნობილია (ბოლო დღეს გაირკვევა).
შესაბამისად, ნელ-ნელა ფეხბურთის მაყურებელმა თავისი ყურადღება პლეი-ოფის პირველი სტადიის კენჭისყრაზე უნდა გადაიტანოს.
წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში ორშაბათს, 13 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.
წესები იგივეა: მერვედფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებიან ერთი ჯგუფიდან გასული და ასევე ერთი ქვეყნის გუნდები, ასევე ჯგუფის პირველადგილოსნები აუცილებლად შეხვდებიან სხვა ჯგუფში მეორე ადგილსზე გასულ გუნდებს.
ჯგუფის გამარჯვებულები:
„მან სიტი“
„ლივერპული“
„აიაქსი“
„რეალი“
„ბაიერნი“
„მანჩესტერ იუნაიტედი“
„ლილი“
„იუვენტუსი
მეორეადგილოსნები:
„პსჟ“
„ატლეტიკო“
„სპორტინგი“
„ინტერი“
„ბენფიკა“
„ვილიარეალი“/„ატალანტა“
„ჩელსი“.