ავტორიზაცია

უკანასკნელად როდის ჩარჩა ბარსა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში და რა შედეგით დაასრულა შემდეგ უეფას თასზე ასპარეზობა?

უკანასკნელად როდის ჩარჩა ბარსა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში და რა შედეგით დაასრულა შემდეგ უეფას თასზე ასპარეზობა?
თარიღი 09 დეკ 2021, 02:12

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენა „ბარსელონასთვის“ იშვიათობაა.

კატალონიურმა გუნდმა ჯგუფში 7 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა, რის გამოც ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

როგორც „ტვიტერში“ OptaJose იტყობინება, „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ისტორიაში მეოთხედ ჩარჩა და პირველად 2000/01-წლების შემდეგ.

მაშინ „ბლაუგრანა“ „მილანთან“, „ლიდსთან“ და „ბეშიქთაშთან“ კვარტეტში მესამე ადგილს 8 ქულით დასჯერდა და პლეი-ოფში ადგილი იტალიურ და ინგლისურ გუნდებს დაუთმო.

უეფას თასზე გადასვლის შემდეგ „ბარსამ“ ნახევარფინალამდე მოახერხა მისვლა, სადაც „ლივერპულთან“ ორი მატჩის ჯამში 0:1 დათმო და ტურნირს გამოეთიშა.