ჩემპიონებში დიდი წმენდა დაწყებულია - ბათუმის დინამომ 7 ფეხბურთელი გაუშვა
ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ახალი სეზონიდან ბათუმის დინამოში აღარ ითამაშებენ.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ ბათუმის დინამოში 6 მოთამაშეს აცნობეს, რომ მათი ხელშეკრულების ვადა ამოწურვის შემდეგ აღარ გახანგრძლივდება. ესენი არიან: მალხაზ გაგოშიძე, რაფაელ ჩუკვურა, ლუკას გროცურეკი, ლაშა შინდაგორიძე, ვაკო თევდორაძე და გიორგი ნიქაბაძე.
რაც შეეხება გიული მანჯგალაძეს, მას კლუბთან 1-წლიანი ხელშეკრულება ჰქონდა, თუმცა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ ისინი კონტრაქტს გაწყვეტდნენ.
გუნდში ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან ყველაზე დიდხანს ვაკო თევდორაძე თამაშობდა. იგი წლების განმავლობაში ბათუმელთა კაპიტანიც იყო.
ბათუმის დინამო საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.