ავტორიზაცია

VIDEO: ტორპედო ეროვნულ ლიგას ემშვიდობება? მერანმა პლეი-აუტის პირველი მატჩი მოიგო

თარიღი 08 დეკ 2021, 15:13

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის პლეი-აუტის პირველ მატჩში მერანმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედო 2-0 დაამარცხა.

ანგარიში მე-13 წუთზე შეიკნე სილამ ქუთაისელ მცველთა შეცდომით გახსნა, 34-ე წუთზე კი ლევან შოვნაძის აკიდებული პენალტი კიჭი მელიავამ გაიტანა.

განმეორებითი მატჩი ქუთაისში, 12 დეკემბერს გაიმართება. ტორპედოს განმეორებით შეხვედრაში მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით მოგება ესაჭიროება თამაშის გადასარჩენად და მე-2 ლიგაში არგასავარდნად.