ავტორიზაცია

არტური იუვენტუსის შავ სიაშია - ბრაზილიელი კლუბს ზამთარში დატოვებს

არტური იუვენტუსის შავ სიაშია - ბრაზილიელი კლუბს ზამთარში დატოვებს
თარიღი 09 დეკ 2021, 15:10

"იუვენტუსის" ნახევარმცველმა, არტურ რამოსმა შესაძლოა გუნდი დატოვოს. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება. წყაროს ცნობით, "ზებრებს" ბრაზილიელის იჯარით გაშვება უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში აქვთ დაგეგმილი.

ფეხბურთელმა ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ამიტომ იჯარის ვარიანტს თავადაც განიხილავს. ზოგიერთმა კლუბმა უკვე მოითხოვა ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია.

ამ სეზონში არტურმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 7 მატჩში მოედანზე მხოლოდ 166 წუთი გაატარა. შეგახსენებთ, რომ არტური "იუვენტუსში" გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" გადავიდა.

ფორმალურად, ტრანსფერის თანხა 72 მილიონი ევრო იყო, მაგრამ რეალურად კლუბებმა გაცვლა გამართეს, რომლის დროსაც ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი საპირისპირო მიმართულებით წავიდა.