ავტორიზაცია

იკარდის იუვენტუსში გადასვლა ერთ დეტალზეა დამოკიდებული

იკარდის იუვენტუსში გადასვლა ერთ დეტალზეა დამოკიდებული
თარიღი 09 Dec 2021, 13:03

Ficha jes.net-ის ცნობით, მაურო იკარდის გადასვლა "იუვენტუსში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ განხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ "ბიანკონერი" ცდილობს თავდამსხმელის შეძენას.

არგენტინელის შესაძლო ტრანსფერი დაბლოკილია, პირველ რიგში მაურო იკარდის ძალიან მაღალი სახელფასო მოთხოვნების გამო: ფეხბურთელს სურს მიიღოს წელიწადში 10 მილიონი ევრო.

თუ იკარდი გადაწყვეტს მოთხოვნების შემცირებას, მაშინ "იუვენტუსმა" შესაძლოა განიხილოს ეს ვარიანტი, მითუმეტეს, რომ "პსჟ" მზადაა ფეხბურთელი იჯარით გასაშვებად.

აქვე დავამატებთ, რომ ტურინელების გარდა, არგენტინელი თავდამსხმელის სახელს აგრეთვე უკავშირებენ მადრიდის "რეალსა" და სერია ა-ს რამდენიმე გუნდს, მაგალითად, "მილანს".