ავტორიზაცია

"მათ დიდი პასუხისმგებლობა აქვთ"- კობიაშვილი საბურთალოს გამარჯვებაზე

"მათ დიდი პასუხისმგებლობა აქვთ"- კობიაშვილი საბურთალოს გამარჯვებაზე
თარიღი 09 Dec 2021, 15:34

8 დეკემბერს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს წყალტუბოს "სამგურალი" და თბილისის "საბურთალო" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. მატჩის დამთავრების შემდეგ საბურთალოს ტიტულის მოგებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა.

"საბურთალოს ვულოცავ ამ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას, ეს მოგება მათთვის ბევრს ნიშნავს. მათ დიდი პასუხისმგებლობა აქვთ შემდეგ წელს, ევროტურნირებზე საქართველოს სახელით ითამაშებენ.

დიდი მადლობა წყალტუბოს სამგურალს ბოლო წლების პროგრესისთვის და კარგი სეზონისთვის. დარწმუნებული ვარ, ისინი შემდეგ წელს უფრო კარგები იქნებიან," - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

2022 წლის ზაფხულში საქართველოს სახელით ევროტურნირზე ბათუმის დინამო(ჩემპიონთა ლიგა), თბილისის დინამო(კონფერენს ლიგა), გორის დილა(კონფერენს ლიგა) და საბურთალო(კონფერეს ლიგა) იასპარეზებენ.