ავტორიზაცია

"ლაპარაკიც კი მიჭირს," - ლევან კორღალიძე საბურთალოს ტრიუმფზე

"ლაპარაკიც კი მიჭირს," - ლევან კორღალიძე საბურთალოს ტრიუმფზე
თარიღი 09 Dec 2021, 15:38

8 დეკემბერს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს წყალტუბოს "სამგურალი" და თბილისის "საბურთალო" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. მატჩის დამთავრების შემდეგ საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, რთულ თამაშს ველოდებოდით და ასეც მოხდა. ასეთ თამაშებს დაძაბულობა თან ახლავს და შესაძლოა, მატჩი ერთ გოლამდე იყოს, როგორც ახლა. 

ნერვიულობა ორივე გუნდს ეტყობოდა და კარგია, რომ პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ. ძალიან დიდ ემოციებში ვარ და ცოტა, მიჭირს ლაპარაკი. ახლა უბედნიერესი ვარ," - განაცხადა ლევან კორღალიძემ.

2022 წლის ზაფხულში საქართველოს სახელით ევროტურნირზე ბათუმის დინამო(ჩემპიონთა ლიგა), თბილისის დინამო(კონფერენს ლიგა), გორის დილა(კონფერენს ლიგა) და საბურთალო(კონფერეს ლიგა) იასპარეზებენ.