"დიახ, არ გამოვიდა, ვწუხვართ", - ლაპორტა ჩემპიონთა ლიგიდან ბარსელონას გავარდნას გამოეხმაურა
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "ბაიერნთან" (0:3) მარცხისა და ევროპა ლიგაზე გავარდნის შემდეგ განცხადება გააკეთა.
"ახლა ყველანი ერთ ნავში ვართ და ერთი მიმართულებით ნიჩბოსნობა გვიწევს. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მეტიც კი".
"დიახ, არ გამოვიდა, ვწუხვართ. მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ, ვიმუშაოთ, მძიმე სპორტული და ფინანსური სიტუაცია შევცვალოთ".
– ხავის უკვე ესაუბრეთ?
"ამას თვითმფრინავში გავაკეთებ. ახლა უნდა დავმშვიდდეთ", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.