ავტორიზაცია

"როგორც ჩანს, ბარსა ჩემი კლიენტია", - მიულერს კატალონიელთა წინააღმდეგ სასწაული სტატისტიკა აქვს

"როგორც ჩანს, ბარსა ჩემი კლიენტია", - მიულერს კატალონიელთა წინააღმდეგ სასწაული სტატისტიკა აქვს
თარიღი 09 დეკ 2021, 20:26

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "ბარსელონასთან" (3:0) მოგებული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, მიუნხენელთა გოლებიდან ერთ-ერთი სწორედ 32 წლის გერმანელის აქტივშია, რომელმაც შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

"როგორც ჩანს, "ბარსა" ჩემი კლიენტია. კარგად ვითამაშეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ ყოფილა. როცა "ბარსას" წინააღმდეგ თამაშობ, ისინი ყოველთვის პრესინგს მიმართავენ და ზეწოლის მოხდენას ცდილობენ, შემდეგ კი მეტოქის ფლანგებს თავისუფალი სივრცეები უჩნდებათ".

"რამდენჯერმე გადაცემის გაკეთება დავაგვიანეთ. მეორე ნახევარში უკეთესად თამაში შეგვეძლო, მაგრამ საერთო ჯამში კარგად გავერთეთ", -  ციტირებს ტომასის სიტყვებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური საიტი.

აღსანიშნავია, რომ მიულერმა "ბარსელონას" წინააღმდეგ კარიერაში მე-7 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო - ტომასის აქტივში 8 გოლი და ორი შედეგიანი პასია.