ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგაზე ბარსას ბრწყინვალე სერია დასრულდა — უკეთესი შედეგი მხოლოდ რეალს აქვს

ჩემპიონთა ლიგაზე ბარსას ბრწყინვალე სერია დასრულდა — უკეთესი შედეგი მხოლოდ რეალს აქვს
თარიღი 09 დეკ 2021, 21:05

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "ბარსელონა" "ბაიერნთან" (0:3) განადგურდა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.

ასე და ამგვარად, კატალონიელთა ბრწყინვალე სერია დასრულდა - "ბლაუგრანა" ზედიზედ 17 სეზონი გადიოდა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფლეი ოფში.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ეს სერია 2004/05 წლების სეზონში დაიწყო, როცა ლიონელ მესი პირველ გუნდში სადებიუტო სეზონს ატარებდა და იმ სეზონში დასრულდა, რომლის დაწყების წინაც არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კლუბი დატოვა.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ "რეალს" აქვს უფრო გრძელი სერია - მადრიდული გრანდი ამ სეზონში ფლეი ოფში ზედიზედ 25-ედ გავიდა.

მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ევროპის ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას და წარმატების მიღწევას მეორე საკლუბო ტურნირზე ეცდება.