ვეინალდუმს პრემიერ ლიგის გრანდი ეპატიჟება — თავად ჰოლანდიელი თანახმაა, თუმცა პსჟ უარზეა
"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა კლუბი დატოვოს.
31 წლის ჰოლანდიელი ლონდონის "არსენალს" სურს, რომელიც მზადაა იგი იჯარით დაიმატოს, იტყობინება გავლენიანი გამოცემა Sky Sports.
აღსანიშნავია, თავად ვეინალდუმიც არ არის პრემიერ ლიგაში დაბრუნების წინააღმდეგი, სადაც "ლივერპულისა" და "ნიუკასლის" რიგებში უთამაშია.
თუმცა, გავრცელებული ცნობით, "პსჟ"-ს გამოცდილი ნახევარმცველის იანვარში გაშვება არ უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი შემადგენლობის წევრი არ არის.
მიმდინარე სეზონში ვეინალდუმმა პარიზელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასიც გააკეთა.
"რა თქმა უნდა, პსჟ-ში გადმოსვლა სარისკო იყო", - ვეინალდუმმა მიზეზები დეტალურად განმარტა