ავტორიზაცია

ნაგელსმანი: "მაინტერესებს, ვინ იქნება ბაიერნის მომდევნო მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე"

ნაგელსმანი: "მაინტერესებს, ვინ იქნება ბაიერნის მომდევნო მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე"
თარიღი 09 Dec 2021, 21:33

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "ბარსელონას" (3:0) განადგურების შემდეგ, "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა გუნდის ამბიციებზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, მიუნხენურმა გრანდმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე მატჩი მოიგო და ბრძოლას ფლეი ოფში გააგრძელებს.

"როგორც "ბაიერნი", გვსურს ტიტულის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა", - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Bayern & Germany.

"მაინტერესებს იმის ხილვა, თუ ვინ იქნება ჩვენი მომდევნო მეტოქე (ფლეი ოფში)", - დასძინა "რეკორდმაისტერის" თავკაცმა.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში ორშაბათს, 13 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.