"ზოგიერთ თქვენგანს არ ესმის, რას ნიშნავს ბარსაში თამაში", - ხავიმ გასახდელში ფეხბურთელები არ დაინდო

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "ბარსელონა" "ბაიერნთან" (0:3) განადგურდა და ტურნირს გამოეთიშა.
ცნობილი გახდა, თუ რა უთხრა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ ფეხბურთელებს აღნიშნული დაპირისპირების შესვენებაზე, წერს Diario Sport.
"ზოგიერთ თქვენგანს არ ესმის, რას ნიშნავს "ბარსაში" თამაში", - ასეთი სიტყვები წარმოთქვა 41 წლის სპეციალისტმა გასახდელში. აგრეთვე, ტონს აუწია.
მატჩის დასრულების შემდეგ, მწვრთნელმა ნაკლებად იმპულსური პოზიცია აირჩია. გასახდელში დიდწილად სიმშვიდე სუფევდა.
შეგახსენებთ, ხავი "ბარსელონას" დამრიგებლად 6 ნოემბერს დაინიშნა და კლუბთან 2024 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.