ავტორიზაცია

ლანგლემ ბარსას გულშემატკივრებს მიმართა: "მსურს განვმარტო ფოტო, სადაც ლევანდოვსკისთან ერთად ვიცინი"

ლანგლემ ბარსას გულშემატკივრებს მიმართა: "მსურს განვმარტო ფოტო, სადაც ლევანდოვსკისთან ერთად ვიცინი"
თარიღი 09 დეკ 2021, 22:49

"ბარსელონას" მცველმა, კლემან ლანგლემ სოციალურ ქსელში "ბაიერნთან" (0:3) გამართული მატჩის შედეგსა და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე პოსტი გამოაქვეყნა.

"მინდა "ბარსელონას" გულშემატკივრებს მივმართო. პირველ რიგში, ვწუხვარ გუშინდელი შედეგის გამო, ეს კლუბი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს, ჩვენ კი ამას ვერ მივაღწიეთ".

"მსურს განვმარტო ფოტო, სადაც ლევანდოვსკისთან ერთად ვიცინი. ეს სპეციფიური რეაქცია არანაირად არ ასახავს ჩემს შეგრძნებებს შედეგზე".

"ჩემი ღირებულებები უდავოა და ნებისმიერმა, ვინც მიცნობს, კარგად იცის პროფესიისადმი, აგრეთვე "ბარსასადმი" და განსაკუთრებით მისი გულშემატკივრებისადმი ჩემი ერთგულებისა და სიყვარულის შესახებ".

"არასოდეს მექნებოდა ასეთი რეაქცია იმაზე, რამაც ყველა ჩვენგანს ამხელა ტკივილი მიაყენა. დღეს ძალიან მოწყენილები ვართ, მაგრამ ახლა ერთი მისია გვაქვს: დავაბრუნოთ "ბარსა" იქ, სადაც ყოფნასაც იმსახურებს", - წერს ლანგლე.