ავტორიზაცია

რუდიგერისთვის ბრძოლაში აშკარა ფავორიტი გამოიკვეთა — სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?

რუდიგერისთვის ბრძოლაში აშკარა ფავორიტი გამოიკვეთა — სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
თარიღი 09 Dec 2021, 23:24

"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა კარიერა შესაძლოა "რეალის" შემადგენლობაში გააგრძელოს.

როგორც გამოცემა The Athletic იტყობინება, ფეხბურთელს ლონდონურ კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები აგვისტოს შემდეგ არ გაუმართავთ. მაშინ "არისტოკრატებმა" უკანახაზელს კვირაში 140 ათას ფუნტიანი ხელფასი შესთავაზეს (ამჟამად დაახლოებით 90 ათასს გამოიმუშავებს).

თავის მხრივ, 28 წლის ფეხბურთელს კვირაში დაახლოებით 200 ათასის მიღება სურს, მაგრამ "ჩელსი" აგვისტოში გაკეთებული შეთავაზების გაზრდას არ აპირებს.

ასეთ ვითარებაში "რეალი" რუდიგერის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატების ფავორიტი გახდა. მადრიდულ კლუბში უფრო და უფრო სჯერათ იმისი, რომ იანვარში ანტონიოსთან წინასწარი ხელშეკრულების გაფორმება მოხერხდება.

გარდა ამისა, რუდიგერისთვის "ბაიერნიც" იბრძვის, რომელიც მზად არის მას იმაზე მეტი უხადოს, ვიდრე "ჩელსიმ".

მიმდინარე სეზონში გერმანელმა მცველმა "არისტოკრატთა" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.