VIDEO: სანახაობრივი შეხვედრა ბერგამოში - ჩემპიონთა ლიგის ბოლო მერვედფინალისტიც გაირკვა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადადებულ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს „ატალანტა“ და „ვილიარეალი“ დაუპირისპირდნენ, ტურნირის ბოლო მერვედფინალისტიც გაირკვა.
ბერგამოში გამართული მატჩი „ვილიარეალმა“ უხვგოლიან ბრძოლაში 3:2 მოიგო. უნაი ემერის გუნდს ამ შეხვედრაში შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც ყოფნიდა, თუმცა გამარჯვების მოპოვებაც მოახერხა.
მე-3 წუთზე ანგარიში არნაუტ დანჯუმამ გახსნა, 42-ზე კი კაპუემ „ატალანტას“ მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა.
51-ზე დანჯუმამ დუბლი მიითვალა და თითქოს, საბოლოო წერტილიც დასვა, თუმცა დარჩენილ დროში „ატალანტამ“ 71-ზე და მე-80 წუთებზე ორი გოლი გაიტანა (მალინოვსკის და საპატას მეშვეობით) და ინტრიგა გააცოცხლა, თუმცა მეტი გასპერინის გუნდმა ვერაფერი მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა.
ამრიგად, F ჯგუფში მოვლენები ასე განვითარდა:
1. „მანჩესტერ იუნაიტედი“ – 11 ქულა
2. „ვილიარეალი“ – 10 ქულა
3. „ატალანტა“ – 6 ქულა
4. „იანგ ბოიზი“ – 5 ქულა.